იძულებით გაწევრიანება ნაციონალურ მოძრაობაში. შემთხვევა აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში მოხდა. დიმიტრი კალანდია ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრებმა პირადობის მოწმობა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ნაციონალური მოძრაობის რიგებში შეიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტს გაახმაურებდა, სოფლის გამგებელი კალანდიას სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა. სააგენტო ინფო-9-სთან ინტერვიუში მმართველ პარტიაში ძალით გაწევრიანებული ახალი წევრი ამბობს, რომ სოფლის რწმუნებულმა მას ქართული ოცნების მხარდაჭერის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
Смотреть в источнике
Нет Ответов