ცხოვრება ნანგრევებსა და მგლების მოლოდინში. სიღნარის რაიონის სოფელ ანაგაში, ციცინო თანდაშვილი წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს — ავარიულ სახლში ფანჯრების, კარებისა და იატაკის გარეშე. ხუთი წლის წინ სახურავი სიძველისგან მთლიანად ჩამოინგრა. 75 წლის მარტოხელა მოხუცის მთელი ქონება ერთი საწოლია, საარსებო წყარო კი 130 ლარი, რომელსაც პენსიის და სოციალური შემწეობის სახით იღებს. თანდაშვილმა სახლის შეკეთების თხოვნით სიღნარის გამგებელს არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თავს იმით იმართლებენ და აცხადებენ რომ თანდაშვილს 100 ლარით დაეხმარნენ.

Смотреть в источнике

ОСТАВЬТЕ ОТВЕТ

Please enter your comment!
Please enter your name here